ვახტანგ გომელაური - ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საექსპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, აღნიშნულმა დეპარტამენტმა წარმატებით მიიღო განმეორებითი აკრედიტაცია, ასევე, განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

„დანაშაულის გახსნაში განსაკუთრებული როლი აკისრია კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია, რის შედეგადაც, დეპარტამენტმა 12 ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებაში განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, დეპარტამენტმა შეიტანა განაცხადი შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც ნიშნავს დანაშაულის ადგილზე უახლესი სტანდარტების მიხედვით მუშაობას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს