კახა კალაძე - სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი

სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლებს კობახიძე მთავრობის მართვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს წარმოადგენს“, კალაძემ აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი -„ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს.

„ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები „იმის გუნდი, ამის გუნდი“, რეალობაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ამ ქვეყანას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას და განაცხადა, რომ ოპოზიცია რადიკალიზმით შემოიფარგლება, რაც დამაზიანებელია ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

„ჩვენთვის სიახლე არ არის ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად ხელისუფლების მიმართ ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ასევე, პირველ რიგში, დამაზიანებელია მათთვის ის რადიკალიზმი, რასაც ისინი ამ ხნის განმავლობაში ავლენენ - ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის განვითარებას, თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში სწორად მოაზროვნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველას ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, როგორც გასული წლების განმავლობაში.

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში