„მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით „მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს 6 თებერვალს წარუდგენს

„მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით “მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს 6 თებერვალს წარუდგენს.

მათივე ცნობით, კვლევა, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორების ჩართულობით მომზადდა, გამოკვეთს, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია მედიაზე, ჟურნალისტების საქმიანობაზე, პროდუქტის ხარისხსა და მედიის სანდოობაზე.

„კვლევაში გაანალიზებულია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას (მაგ: ფინანსურ მდგრადობას, კონტენტის წარმოების უწყვეტობას, წყაროებთან ხელმისაწვდომობას) პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში. ამ პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის (მათ შორის მმართველი პარტიისა და სხვა პოლიტიკური პარტების, სამოქალაქო სექტორისა და აუდიტორიის) მხრიდან.

კვლევა გამოკვეთს, პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, როგორ უმკლავდება მედია რუსული დეზინფორმაციის გამოწვევებს. კვლევის ერთ-ერთი ასპექტი არის - გააანალიზოს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა თვრამეტი მედიასაშუალების ოცი წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით.

კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები პოლარიზაციისა და რუსული დეზონფორმაციის შემცირებისთვის, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიისადმი სოლიდარობის გაძლიერებისთვის და სხვ.

კვლევის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები.

პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი.

კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე