ირაკლი ჩიქოვანი - ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მჭიდრო სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

,,ჩვენი ქვეყნის დამცველები ღირსეული ჯარისკაცები, განსაკუთრებული მოწოდების ადამიანები არიან. იყო ჯარისკაცი - ნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესს. მთელი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მათზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად აუცილებელია რიგითი სამოქალაქო პირებიც ზრუნავდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პატივისცემასა და მხარდაჭერას ჯარის მიმართ. „ეს არის ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის თემაზე საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტები მომავალშიც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია