ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან იმ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერიდან, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ჩარჩოში უკრაინის დახმარებას საქართველო გააგრძელებს. ამის შესახებ მან 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ დაიჭირა ძალიან მკაფიო პოზიცია, როცა ეს აგრესიული ომი დაიწყო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ჩარჩოში. ამას ვაგრძელებთ და ამას გავაგრძელებთ. სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, ამაზეც გაცხადებულია პოზიცია. არსებული ვითარებიდან და დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან იმ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერიდან, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ის განცხადებები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით კეთდება, უკრაინას ვგულისხმობ. აქ ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომ ამ საკითხთან მიმართებით დებატში არ შევდივართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მოგვწონს და არაა ჩვენთვის მისაღები ის განცხადებები, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება უკრაინაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს