17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოზარდს ოჯახში პრობლემები, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ეს „ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის“.

რაც შეეხება ექსპერტიზას, მოითხოვს თუ არა მის ჩატარებას უფლებადამცველი ბრალდებული მამისთვის, ადვოკატს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს.

„არაფრის განსაზღვრა არ ხდება ერთ და ორ საათში, მტკიცებულებებს შევაჯამებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მოვითხოვოთ. ჯერ არ მომითხოვია“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა. 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არასრულწლოვანმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ დაბადებული ბავშვი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 4 თებერვალს შეეფარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე