რატი ბრეგაძე უგულავას საქმეზე - მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამის რისკი რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - რაიმე სახის მძიმე დარღვევაზე არ ყოფილა საუბარი

მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას საქმეზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან.

ბრეგაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაში "საუბარი არ იყო უსამართლო სასამართლოზე."

"აქ არ იყო საუბარი უსამართლო სასამართლოზე. სხვათა შორის, შეგნებულად არ არის წინ წამოწეული ის, რომ ამ გადაწყვეტილებაში საუბარია მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა ქართულ სასამართლო სისტემაში. მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში. ამის რისკი რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. აქ რაიმე სახის მძიმე დარღვევაზე არ ყოფილა საუბარი”, - დასძინა ბრეგაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა მცირე დარღვევაა, ბრეგაძე აცხადებს, რომ "იქ საუბარი იყო მხოლოდ ერთ კომპონენტზე."

"ამაზე მაშინ უნდა დავსხდეთ და სხვა რეჟიმში ვისაუბროთ, რადგან აქ, „კი“ ან „არას“ რეჟიმში საუბარი არ გამოვა", - განაცხადა ბრეგაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე