მიხეილ დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა

პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუატ მიხეილ დაუშვილის შეფასებით, არ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს სწორი ხედვები აქვთ და ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები იქნებიან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განმარტა, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებით კითხვები აქვს.

„სამწუხაროდ, ამ ადამიანებს რომ ვუსმენდით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც სხვა კანდიდატებს მოვუსმენთ, მათ არ გააჩნიათ რაიმე დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. ეს ადამიანები რით იმოქმედებენ, რა იქნება მათი მთავარი მამოძრავებელი, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?! სამთავრობო პროგრამა, უკეთესია თუ უარესია, ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია ის, ამ ადამიანებს დამოუკიდებლობის რა ხარისხი გააჩნიათ. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ხარისხზე ზოგადად, კითხვები გვაქვს“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების დამოუკიდებლობის ხარისხს ერთმანეთს ვერც კი შეადარებს.

„თუ მეკითხებით, გიორგი გახარიას და ამ ადამიანების დამოუკიდებლობის ხარისხს, მე არც შევადარებ. პოლემიკაშიც არ შემოვალ საერთოდ, იმდენად მარტივად აღქმადია, ვინ იყო დამოუკიდებელი და ვინ არა“, - განაცხადა დაუშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე