გიორგი ამილახვარი - ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს.

მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ზოგადი განათლების საკითხებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტის გია მურღულიას მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე გააკეთა განმარტება, რომლის თქმით, სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, გია მურღულიამ ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე ისაუბრა და ამ საკითხზე მისი პირადი ექსპერტული აზრი გამოთქვა.

„ჰაგიოგრაფიაზე არაერთი კითხვა იყო, ამას პირდაპირ გავცემ პასუხს - ეს არ არის სამინისტროს პოზიცია, ეს ერთი. მეორე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. აქ მხოლოდ ლაპარაკი იყო ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე და ერთგვარი ექსპერტული აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო იმ ინტერვიუში, რომლის ინტერპრეტირებაც შემდგომ, სამწუხაროდ, სწორად არ წავიდა. თუმცა, მაინც კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ. პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა! ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, თუმცა, მე არ ვარ ამ მიმართულების არც სპეციალისტი, არც მცოდნე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს, რომელშიც ჩართული არიან ყველა, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში. აქ არის სწავლების მეთოდიკაზე საუბარი. პასუხი ნათელია, არავითარი მღელვარება ამ კუთხით არ არსებობს და ორი აზრიც არ არის. ის ადამიანიც სამინისტროს წარმომადგენელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არის საგნობრივი ჯგუფის ექსპერტი და რეალურად, ექსპერტული მოსაზრება გააჟღერა, მათ შორის სწავლების მეთოდიკაზე და არა იმაზე, რომ ჰაგიოგრაფია არ უნდა იყოს. ვინც ამ დარგის მცოდნე ხართ, მგონი ყველამ კარგად გაიგეთ. მგონი, არც ის ადამიანი არ არის ხელწამოსაკრავი, ვინც ეს აზრი გააჟღერა და ის არ იტყოდა ამას, ამიტომ, ამ საკითხზე პასუხი ნათელია“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, რომ სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად, თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, მისი თქმით, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე