ვასილი ნებენზია - ვაშინგტონი, სირიასა და ერაყზე თავდასხმებით, არჩევნების წინ იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს

ერაყსა და სირიაზე აშშ-ის დარტყმები არის შეერთებული შტატების მცდელობა, გააუმჯობესოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარუმატებელი იმიჯი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2003 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის უდიდეს საჰაერო ოპერაციას გამართლება არ აქვს.

”ჩვენ ვხედავთ კუნთების თამაშის ამ მცდელობას, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის მოხდენის სურვილს, სურვილს როგორმე გამოსწორდეს ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის წარუმატებელი იმიჯი საერთაშორისო არენაზე, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ფონზე“, - განაცხადა ნებენზიამ.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანს ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქვეყნების რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევა წარმოადგენს.

”ერაყსა და სირიაში, მათი განცხადებით პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე, თითქმის პაუზის გარეშე თავდასხმების განხორციელებით, შეერთებული შტატები ცდილობს, მიზანმიმართულად ჩაითრიოს ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქვეყნები რეგიონულ კონფლიქტში,” - აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება