ირაკლი ზარქუა - დასამალი რა გვაქვს?! - პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან

დასამალი რა გვაქვს?! - პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„არ მაქვს ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ბიუროზე დამტკიცებულია, რომ ყველა ჯგუფს ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, მოუსმენენ. თუ “ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები არ აქვს, ეს მათი პრობლემაა. დასამალი რა გვაქვს, მთავრობას ვამტკიცებთ, რომლის ძირითადმა ბირთვმა შეძლო სწორედ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკური ზრდა გვაქვს მესამე წელია. პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვას. ასე რომ, ჩვენი მხრიდან არ იქნება პრობლემა”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს აცხადებს, მინისტრობის კანდიდატები მათ ფრაქციის ფორმატში შეხვდნენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე