კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა უამინდობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას

კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში თოვლმა პრობლემები შექმნა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა.

„რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი - გომბორი- თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის",- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს