სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ჯარიაშენისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯარიაშენსა და ქვეშში ჩავიდა, გაეცნო ვითარებას და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლების მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

„ამასთან, ხაზი გაუსვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებისთვის დამხმარე საშუალებების ნაკლებობას.

როგორც გამოიკვეთა, სოფლებში არ არის აფთიაქი, ამბულატორიები საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო შიდა გზები მოსაწესრიგებელია. კვლავ აქტუალურია მიგრაციისა და სოფლებში ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობის შემცირება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ასეთ რთულ ადგილებში ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლების მეტი დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხშირად იარონ მათთან, გაეცნონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და მეტი ძალისხმევა გასწიონ, რათა ამ ადამიანებს ყველა ის სერვისი ჰქონდეთ, რის მიღებაც თბილისშია შესაძლებელი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველი, ასევე, შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე