ვახტანგ ჭარაია - აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობა ამ ქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის - პროცესი კი ორივე ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს

„შუა დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვთარება - ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საუბრობს:

- ბატონო ვახტანგ, თქვენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით და სწორედ ამიტომ, მინდა ვისაუბროთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.

ცნობილია, რომ 2020 წლის შემდეგ შუა დერეფნის საკითხი წინა „პლანზე“ წამოვიდა. როგორც ვიცით, აღნიშნული დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან, ეს უმოკლესი გზაა, ყველას ყურადღების ცენტრშია. საერთად რა მნიშვნელობა აქვს ამ დერეფანს და მისი ექსპლუატაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?

- აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობა ამ ქვეყნებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მსოფლიო ეკონომიკისთვის. ამ ქვეყნების ერთობით "შუა დერეფანიც" წინა პლანზეა. ამ შემთხვევაში შავი ზღვის საშუალებით ტვირთის ტრანსპორტირების საკითხიც განსახილველია. აზერბაიჯანსა და საქართველოს ეს ყველაფერი კარგად ესმით და სწორედ ამიტომ ზრუნავენ ამდენს ინფრასტრუქტურაზე. რადგან ესმით, რომ „ფოთის“ პორტის გაფართოება, ანაკლიის პორტის აშენება, გზების გაკეთება, რემონტი და რეაბლიტაცია ქვეყნების მომავლისთვის ჩადებული ინვესტიციაა. ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პროდუქტების დროულად ადგილზე მიწოდებას მოემსახურება. დერეფანი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის გამო არ არის საჭირო, ამ დერეფნის საშუალებით პროდუქტები უფრო მალე და კომფორტულად მიეწოდება დანიშნულების ადგილზე. ეს კი ევროპისა და აზიის ყველაზე წარმატებული გზა იქნება ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ აზერბაიჯანმა და საქართველომ, არამედ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანამ კარგად უნდა გაიაზროს პროექტის მნიშვნელობა და სათანადოდ შეასრულოს ვალდებულებები. თუ ყველა ქვეყანა ამ მიზნისთვის იმუშავებს, უმოკლეს დროში ყველაზე მოთხოვნად მისამართად გადაიქცევა დერეფანი.

იქმნება ინფრასტრუქტურა, კეთდება საქმე, მაგრამ რეგიონის პოტენციალი ამით არ იზღუდება. ალტერნატიული ენერგიის სფეროში ევროპამ ჩვენს რეგიონს მიმართა, კერძოდ, აზერბაიჯანს. ამ პროექტების განხორციელება, მწვანე მსოფლიოსთვის გადადგმული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების განვითარებაში როგორ დაგვეხმარება?

- აზერბაიჯანი და საქართველო ერთად მწვანე მსოფლიოსთვის მუშაობენ. ახალი ქალაქები, პროექტები ამის ნათელი მაგალითია. ჩვენი პოტენციალით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენი ქვეყნები მწვანე მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ნაბიჭებს დგამენ. ამ მიმართულებით უმსხვილესი პროექტები ხორციელდება. მწვანე მსოფლიოს მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შავი ზღვის ქვეშ აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთისა და რუმუნეთის ერთობლივი პროექტი. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არაა, ალტერნატიული ენერგიის სხვა გზებიც არსებობს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ენერგია გვაქვს და მას ვყიდით. არაერთი ქვეყანა 2040 წლამდე ამ სისტემაზე გადასვლას აპირებს, ზოგიერთი უფრო მალე გადავა. მინდა გითხრათ, რომ ენერგიის წარმოება გარკვეული რესურსებით ხორციელდება. ამჟამად ევროპას აღნიშნული საშუალება არ გააჩნია და იძულებულნი არიან ჩვენგან იყიდონ.

რეგიონის განვითარებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო მაქსიმალურად ცდილობენ. მაგრამ რეგიონში მესამე მოთამაშეც არის - სომხეთი. აზერბაიჯანი 2020 წლიდან, ყარაბახის მე-2 ომის შემდეგ მშვიდობას სთავაზობს. მშვიდობა რეგიონის განვითარებისა და მომავლისთვის აუცილებელია. თქვენი აზრით, ხომ არ იქნება კარგი სომხეთიც ჩაერთოს ამ პროცესში რეგიონის განვითარებისთვის?

- რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ეს პოტენციალი კი, დიდ ბაზარზე საქართველოს საშუალებით გააქვს. ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. აზერბაიჯანს საქართველოს საშუალებით ნავთობისა და პროდუქტების გატანა შეუძლია. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არაჩვეულებრივი პარტნიორები არიან. აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმუნეთისა და უნგრეთის საერთო პროექტიც - შავი ზღვის ქვეშ განვლილი საკაბელო ხაზები აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ამით ორი ქვეყანა ევროპაში ალტერანტიულ ენერგიას გაიტანს. ესეც თავისთავად არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ყველასთვის კარგი მაგალითია. რაც შეეხება ამ პროცესებში სომხეთის ჩართულობას? ეს შესაძლებელია, მაგრამ ამჟამად ასეთი ნაბიჯებით ძალიან რთული პროცესია. ეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტების განხორციელება ჩვენს ქვეყნებს შემოსავალს მოუტანს. გაიზრდება ეკონომიკური მდგრადობა. უზრუნველყოფილი იქნება რეგიონალური უსაფრთხოება. საქართველო ევროპასთან ახლოვდება. რა თქმა უნდა, იცით ეს ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომაც ეს პროექტი მომავლის ინვესტიციად ითვლება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო