დავით უსუფაშვილი - რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა

რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა? - ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონი რომ მსგავს კომპანიებთან კავშირს არ კრძალავს, ეს პასუხის მისთვის მისაღები არ არის.

„ბატონ ქარსელაძეს მე არაერთხელ მოვუწონე კომპეტენცია, როდესაც „მინისტრის საათზე“ მობრძანდა. ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სწორედ კომპეტენტური პასუხი გვინდა იმის თაობაზე, თუ რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა. ახლა მოგვიწია ერთ-ერთთან კავშირის გაწყვეტა, საარბიტრაჟო დავები. ასევე, არის დაგვიანებები და ა.შ. პასუხი, რომ კანონი ამას არ კრძალავს, პასუხი არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება