ლევან დავითაშვილი - ბათუმში აეროპორტი ბათუმისთვის არის პლუსი, ტურისტულ და საქმიან მიზიდულობას მხოლოდ ზრდის - იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავიტანთ,  ქუთაისის აეროპორტთან მოდის კონკურენციაში

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განაცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სხვა ლოკაციაზე გადატანა მოხდება, ის პირდაპირ კონკურენციაში იქნება ქუთაისის საერთაშორიოს აეროპორტთან.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორი საერთაშორისო აეროპორტი გვერდიგვერდ არსებობა არც ერთის განვითარებას ხელს არ შეიწყობს.

„ანგარიშში აღვნიშნეთ, რომ ბათუმში მგზავრთა ნაკადი იზრდება და ბათუმის აეროპორტის შესწავლა-შეფასება მიმდინარეობს, მათ შორის სატერმინალო ნაწილში ინფრასტრუქტურის გასაზრდელად იმისთვის, რომ ადეკვატურად მოემსახუროს ქალაქ ბათუმს.

ბათუმში ასე ახლოს აეროპორტის ქონა ბათუმისთვის არის პლუსი, ბათუმის ტურისტულ და საქმიან მიზიდულობას მხოლოდ ზრდის. იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავიტანთ, ის პირდაპირ მოდის კონკურენციაში ქუთაისის აეროპორტთან, იმიტომ, რომ გურიაში პოტენციური აეროპორტი ძალიან ახლოს იქნება, მით უმეტეს, დასასრულს უახლოვდება ჩქაროსნული მაგისტრალი. ორი საერთაშორისო აეროპორტი გვერდიგვერდ აკეთებს კანიბალიზაციას და არც ერთის განვითარებას ხელს არ უწყობს, ამიტომ აქ ძალიან მარტივი პასუხია, ამას დიდი შესწავლა არ უნდა და ღრმა ანალიზის გარეშეც შეგვიძლია პასუხი გავცეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!