ანა ნაცვლიშვილი -  პრეზიდენტის შემოთავაზებულ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფორმატში ვიქნებით, „ლელო“ მზად არის ყველას ხედვა მოისმინოს - ხელისუფლების გზა არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ლელოსთვის“ მისაღებია ყველა ინიციატივა და ყველა პლატფორმა, სადაც ევროპულ რეფორმაზე და საქმის კეთებაზე იქნება საუბარი.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომელიც გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ რაიმეს გაზიარება და კონსენსუსი შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმატი „ლელოსთვის“ ღირებული იქნება.

„ჩვენ ყველა ფორმატში ვიყავით, სადაც დავინახეთ, თუნდაც მცირე შანსი, რომ წინ წასულიყო საქართველოს ევროპული საქმე და ამ ფორმატშიც ვიქნებით. რა თქმა უნდა, სიცხადე, კონკრეტიკა სჭირდება. ვფიქრობთ, შეხვედრების დროს მეტს მოვისმენთ პრეზიდენტის პერსპექტივას, ის როგორ ხედავს ამას. ბუნებრივია, საპარლამენტო ტრიბუნიდან ამ ყველაფერზე დღეს ვერ ისაუბრებდა, თუმცა, მას აქვს სურვილი, რომ მეტი კონკრეტიკა შესძინოს. ჩვენ ღია ვართ და გვაქვს ჩვენი ხედვა 9 რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. იცით, რომ დეტალური გეგმა „ლელომ“ წარადგინა. ჩვენ მზად ვართ ყველას ხედვა მოვისმინოთ და მზად ვართ ასევე კონსენსუსისთვის”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების დღევანდელი გზა „არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“ და საქართველოს მოქალაქეებს გამოადგებათ“.

მისი შეფასებით, დღეს პრეზიდენტს ჰქონდა ძლიერი და ძალიან ზუსტი გზავნილები, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„პრეზიდენტმა სახელი დაარქვა იმ მიზეზებს, რის გამოც ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ფაქტობრივად, ამხილა ძალაუფლების ის მახინჯი სისტემა, რომელიც თუ არ შეიცვალა, რამდენი პრემიერიც არ უნდა გამოიცვალოს ან რამდენი პაიკიც არ უნდა გადაადგილდეს საჭადრაკო დაფაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებითად ქვეყანა არ შეიცვლება და არ შეიცვლება ის ვითარება, როდესაც ათასობით ადამიანი იძულებულია, რომ თავისი სამშობლო დატოვოს, რათა ფიზიკურად და ეკონომიკურად თავი გადაირჩინოს. რაც ყველაზე მთავარია, მან ამ მანკიერი, მახინჯი სისტემის ცენტრში დაასახელა სწორედ ის, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას და ვინც არის პასუხისმგებელი მთელი ამ წლების განმავლობაში იმაზე, როგორ თანდათან მოიპარეს და ჯიბეში ჩაიდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი, კონსტიტუცია და ა.შ. სანამ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას ძალაუფლებრივი უფლების ცენტრში და მისი პარტია მართავს ქვეყანას, არანაირი ევროპული მომავალი არ იქნება, ეს პირდაპირ თქვა პრეზიდენტმა“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ რუსეთთან დაახლოებით და ანტიევროპული განცხადებებით.

„პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივ საკითხებზე ძალიან მძიმე კითხვები დასვა, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხები მოითხოვა. ეს პასუხები „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ამიტომ, რომ შექმნას ილუზია, დუმილი კი არ არის იქიდან პასუხი. დიახ, ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ საქართველოში, მაგრამ ამას ხომ ვერ იტყვიან. ამიტომ, ახლა ქმნიან თავდასხმების ქარბორბალას, წინაპრებზე, შთამომავლებზე, პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, რომ საინფორმაციო სივრცე გააჯერონ“,-განმარტა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში