საუდის არაბეთის საგარეო უწყება - ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვექნება, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება

საუდის არაბეთს არ ექნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუკი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„სამეფომ აცნობა თავისი მტკიცე პოზიცია აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება აღიარებული 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“, - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ერ-რიადი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების შესანარჩუნებლად ასახელებს, არის ის, რომ „შეწყდეს ისრაელის აგრესია ღაზის სექტორზე და ისრაელის საოკუპაციო ჯარები ღაზის სექტორიდან გაიყვანონ“.

შეგახსენებთ, არაბული და ისლამური სახელმწიფოების უმეტესობა არ ცნობს ისრაელს და პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა საუდის არაბეთის დიდი ხნის პოზიციაა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს