მაკა ბოჭორიშვილი - ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა - ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა - ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი მოხსენება შეაფასა.

ბოჭორიშვილი ზურაბიშვილის გამოსვლას „პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობას“ უწოდებს.

„ეს [სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა] იყო პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან დააანონსა კიდეც, თუმცა ამ ქმედებებს დიდი ხანია ვაკვირდებით. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნების” და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ “გამოცემა “ეკონომისტში” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული”.

დეპუტატის თქმით, ეს საქართველოს დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.

“ეს არის მორიგი მცდელობა საქართველოს დისკრედიტაციის, სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის და ერთი მთლიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან კიდევ ერთ თემაზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

“ჩვენი ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნებისმიერი საფრთხე, რაც ამ მიმართულებით შეიძლება შეექმნას ქვეყანას, განსაკუთრებით ყურადღების საგანია. შესაბამისად კითხვებს, რაც არსებობს პასუხი უნდა გაეცეს”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო