დავით ხაჯიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, აუმაღლდეთ ცნობიერება, რათა გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ჩვენ გვინდა ამ ხალხის [ემიგრანტების] ფული ეკონომიკაში, მაგრამ არ გვინდა მათი ხმა ჩვენს არჩევნებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა რომ შეძლონ, მათი ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს.

„დიასპორასთან დაკავშირებით თქვენ გქონდათ კარგი პრეზენტაცია, მაგრამ რეალობა იმასთან რაც თქვენ ილაპარაკეთ, შორსაა. პირველ რიგში, მინდა ჩვენი დიასპორის არჩევნებში ჩართულობაზე ვისაუბრო. ჩვენ ვიცით მათი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში რამდენად დიდია. ჩვენ გვინდა ამ ხალხის ფული ეკონომიკაში, მაგრამ არ გვინდა მათი ხმა ჩვენს არჩევნებში. არაფერს აკეთებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ ამ ხალხს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, აუმაღლდეთ ცნობიერება იმისთვის, რომ გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, არაა წინსვლა ახალი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. იცით, რომ მხოლოდ საკონსულოებში, საელჩოებშია შესაძლებელი დღეს ხმის მიცემა და იქაც შეზღუდულია ეს პროცესი. ვფიქრობ, რაოდენობის გაზრდა არ დაეხმარება ამ პროცესს, მეტი უბანი გვჭირდება. გვჭირდება ცნობიერების ამაღლება დიასპორაში, რომ თუ ისინი საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან, არ ნიშნავს იმას, რომ დეპორტირებული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს ასე არ არის! ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას იმ ინფორმაციაზე წვდომაში, რომ ერთი მეორესთან კავშირში არაა“,- განაცხადა ხაჯიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე