ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას, ასევე დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობას და პროგრამებში მონაწილეობის მიმართ დიასპორის გაზრდილ ინტერესს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტები კარგი საშუალებაა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს წარმოჩენისთვის, ისევე როგორც ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებისა და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

ილია დარჩიაშვილმა ასევე დიასპორის მიმართულებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ამ კუთხით, სახელმწიფოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით გაგრძელდება ამ მიზნით სამინისტროს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახვეწა და თანამშრომლობა როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებთან. აღნიშნულ პროცესში ასევე ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი) საუკეთესო პრაქტიკას და ვცდილობთ წარმატებული მოდელების გადმოტანას ჩვენს რეალობაში,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტების მიმართ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მათი მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საგრანტო პროექტების ბიუჯეტი, ისევე როგორც მათ მიმართ თანამემამულეთა დაინტერესება, უმეტეს შემთხვევაში, გაორმაგებული, ხშირ შემთხვევაში კი, სამჯერ არის გაზრდილი.

„აღნიშნული პროექტები უდავოდ კარგი საშუალებაა ქართული დიასპორისთვის მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა, ხელი შეუწყონ ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას,“ - აღნიშნა დარჩაშვილმა.

სიტყვით გამოსვლსიას, ილია დარჩიაშვილმა ასევე კულტურული დიპლომატიის როლზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, შეუცვლელი მექანიზმია ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშესაწყობად.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება მეტ სტიმულს გვაძლევს, რათა მომავალში უძველესი ქართული კულტურა ევროპის ქვეყნებში წარმოვაჩინოთ და მისი უფრო ფართო პოპულარიზაციამ ოვახდინოთ,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამ კუთხით, მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებით აღნიშნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“ საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, ასევე 2023 წელს ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლის განთავსება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი ასევე გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს, საქართველოსთვის იორდანიის სამეფოში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე უახლოს მომავალში დაიწყება კულტურის ცენტრის მშენებლობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს