მამუკა ხაზარაძე - გპირდებით, ვისაც უნდა ევროპის ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ პრეზიდენტთან და ყველა იმ პროდასავლურ თუ ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა სურს

გპირდებით, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი, ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად და ყველა იმ პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა,- ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.

როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ხაზარაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მომავალ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიღწევა.

„ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, „ლელოს” აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ წინა კვირას წარვადგინეთ - 9 პუნქტის შესასრულებელი გეგმა. მას „ლელო” ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს, რომ დააჩქაროს და რეალური გახადოს ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ ამ გეგმის განხილვას და მომავალ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ეროვნული არჩევანის, ევროპული არჩევანის მიღწევა ძალიან მალე და ეფექტურად. ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება, რუსული მეთოდებით, რუსული ფულით. ამ ხელისუფლებას სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კაპიტალს ეზიდება რუსეთიდან და ინვესტიციას აკეთებს არა ქვეყნის განვითარებაში, არამედ „ბოტების”, „ტროლების” და ცილისწამების მექანიზმში, რომ გააშავოს ოპონენტები, შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნოს კორუფციული ხელისუფლება. ჩვენ ამას დავანგრევთ. მე გპირდებით, რომ ჩვენ ყველა იმ ქართველ პატრიოტთან ერთად, ვისაც უნდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, ვისაც უნდა, რომ განათლება იყოს მაღალ დონეზე, ბევრი სამუშაო ადგილი იყოს, ემიგრაცია დაბრუნდეს, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად და ყველა იმ პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა”, - განაცხადა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძის თქმით, კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება.

„ჩვენ ვიცით, რომ შეხვედრები იქნება სხვა პარტიებთანაც, ვისაც უნდა ქვეყნის ევროპული მომავალი. „ლელო” მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც ამ მიზნის მიღწევა უნდა და ვისაც უნდა, რომ საქართველოში დამარცხდეს რუსული ხელისუფლება”, - აცხადებს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს