ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები - ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები  უნდა დავუპირისპიროთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციაზე „ლელოს“ თავისი ხედვა აქვს და მზად არიან აღნიშნული ხედვა გაუზიარონ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში ჩართულ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ლელოს“ ლიდერები პრეზიდენტის ინიციატივაზე - შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

„პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტში გააჟღერა. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი.პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმას, რომ სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან. ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალური წვლილის შეტანა შევძლოთ იმაში, რომ ქვეყანა იყოს მზად, ევროკავშირის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია განახორციელოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ „ლელოს“ მზად აქვს ცხრავე რეკომენდაციაზე მისი ხედვა, რომელსაც სიამოვნებით გავუზიარებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში მომუშავე პარტნიორებს, კოლეგებს, პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში