არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეს - გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი - წყალი წაიღებს ყველაფერს, თუკი მთავარ თემებზე შეთანხმება ვერ მოხდება!

გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი - წყალი წაიღებს ყველაფერს, თუკი მთავარ თემებზე შეთანხმება ვერ მოხდება! - ასე მიმართა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ მწვავე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, კონსენსუსის არარსებობა არც ერთ პოლიტიკურ მხარეს და თავად ქვეყანას კარგს არ უქადის.

„არავის იცის, ამ ტემპით და დაძაბულობის ამ მუხტით სინამდვილეში რა ჩიხში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. სასიცოცხლოდ აუცილებელია შევქმნათ კონსენსუსი მთავარ საკითხებში. ვხედავ, რომ არის შეურიგებელი დაპირისპირება, მაგრამ თუ არ იქნება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს რაღაც სტანდარტის მიხედვით, ამ დაპირისპირებას სხვა რამ მოჰყვება. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. სჯობს, ჩვენ ეს ვთქვათ ახლა, ვიდრე მერე იყოს გვიან. ამას უპირველესად სჭირდება თქვენი და თქვენი გუნდის ნება - მართვის სადავეები და ყველა ბერკეტი ახლა თქვენს ხელშია! თქვენ - როგორც ახალმა პრემიერ მინისტრმა, უნდა აჩვენოთ მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა თუნდაც ყველაზე უფრო დაპირისპირებულ მხარეებს შორის - არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ. უნდა შევცვალოთ ერთმანეთთან ურთიერთობის ენა - ამის გარეშე არაფერი არ გამოვა - მთავარ საკითხებში კონსენსუსის მიღწევის გარეშე მექანიზმი არ მუშაობს და საბოლოო ჯამში ყველაფერი ცუდად მთავრდება“, - მიმართა კობახიძეს ახვლედიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე