ვითარება სტიქიის ზონაში - „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტაჟი სოფელ ნერგეეთიდან

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება - ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მაშველია მობილიზებული.

ამ დროისთვის მიწის მასიდან ამოყვანილია 5 ცხედარი, კიდევ 4 პირის სამძებრო სამუშაოები კი ისევ მიმდინარეობს. პირებს შორის, რომლებიც მეწყერმა მოიყოლა, არიან ბავშვებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობს. გთავაზობთ სააგენტოს ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ფოტორეპორტაჟს, რომელიც სოფელ ნერგეეთში შექმნილ ვითარებას ასახავს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს