ქეთევან თურაზაშვილი - თუ აპირებთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას იმისთვის, რომ პენსიონერების ძარცვა შეწყდეს

საპარლამენტი ჯგუფის, ,,მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთი თურაზაშვილმა პარლამენტში მისულ პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სესხებზე ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა, ბანკი მას მაინც 29%-ად გასცემს.

,,ხდებით იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც „ლიბერთი ბანკი“ 400 000-მდე პენსიონერს აწვალებს საპენსიო სესხებით. შემუშავებულია ორნაირი სქემა და იძარცვებიან პენსიონერები. სამწუხაროდ, თქვენი წინამორბედი საერთოდ არ აღიარებდა ამ პრობლემას, აპელირებდა იმაზე, რომ დაწიეს საპენსიო სესხის პროცენტი. სწორედ „მოქალაქეების" ჯგუფი ვიყავით ამ პროცესში და ვიცით, რომ 46%-დან დაიწია 26%-მდე სესხი, თუმცა ბანკი აქაც „მაიმუნობს“ და 26%-ად არცერთ სესხს არ გასცემს.

თუ აპირებთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას იმისთვის, რომ პენსიონერების ძარცვა შეწყდეს, რადგან მათ 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი თანხა აქვთ უკვე გადახდილი, ვიდრე ისესხეს ბანკისგან",- განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის მისამართით დასმული კითხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პენსიას ეხებოდა.

დეპუტატის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანის წუხილია ის, რომ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე შშმ პირს უწევს ორ პენსიას შორის არჩევანის გაკეთება.

,,ძალიან ბევრი ადმიანი მომმართავს წუხილით, აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ რომ უსრულდებათ საპენსიო ასაკი, უწყდებათ შშმ პირის პენსია და ეძლევათ მხოლოდ ასაკობრივი პენსია. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს უნდა შეიცვალოს?

ზოგადად, რას ფიქრობთ ასაკობრივ პენსიაზე? თვლით თუ არა, რომ ეს არის შემწეობის ტოლფასი? თვლით თუ არა, რომ ამ თანხით მარტოხელა პენსიონერი შეძლებს ცხოვრებას, კომუნალურების გადახდას, კვებას და წამლების შეძენას?", _ აღნიშნა ქეთი თურაზაშვილმა.

მისი კიდევ ერთი კითხვა საბავშვო ბაღებს ეხებოდა. თურაზაშვილმა განათლების მინისტრობის კანდიდატს მიმართა:

,,წუხილით მომართავენ მეჯვრისხევის მუნიციპალიტეტიდან, რადგან სკოლა მესამე წელია რემონტზეა და ბავშვებს და მასწავლებლებს სხვა სოფელში უწევთ სიარული. მესამე წელია იწყებენ გაკვეთილებს მაშინ, როდესაც მასპინძელი სკოლა ამთავრებს. როდის ეშველება ამ სკოლას?

ბაღში ვამზადებთ ბავშვებს სკოლისთვის, მაინტერესებს განათლების სამინისტროს თუ აქვს კვლევის ან მონიტორინგის სისტემა. რამდენად პასუხობს ჩვენს ბაღებში მომზადებული ბავშვი იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირველ კლაში შემსვლელი ბავშვი, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ბაღები, სადაც ჯგუფში 43 ბავშვია" , - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

ქეთევან თურაზაშვილის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ნებისმიერი რაციონალური წინადადების მოსასმენად, რაც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პენსიონერების და შშმ პორების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. თუმცა, მისივე განმარტებით, ბიუჯეტს აქვს რესურსი და ზღვრები.

ინფორმაციას ,,მოქალაქეების" პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში