ირაკლი კობახიძე - ყველა საქმე, რომელზეც ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული და სტრასბურგში გაიგზავნა, მოიგო სახელმწიფომ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საქმე, რომელთან დაკავშირებითაც „ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული“ და სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, სახელმწიფომ მოიგო.

ასე უპასუხა მან პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას, რამდენად შეიძლება არსებულმა სასამართლომ ადამიანები გაასამართლოს.

ირაკლი კობახიძემ მოგებული საქმეების მაგალითად დაასახელა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, გიგი უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე და შსს-თან დაკავშირებული საქმეები.

„მინდა ფაქტები შეგახსენოთ: არაერთი საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, მათ შორის საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული, ეს არის სააკაშვილის, მელიას, უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე, შსს-თან დაკავშირებული საქმეები, რომელიც შეკრებას ეხებოდა და ა.შ. ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო. სააკაშვილის საქმე სახელმწიფომ მოიგო, მელიას საქმე მოიგო სახელმწიფომ, უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე და შეკრებასთან დაკავშირებული საქმეები მოიგო სახელმწიფომ. ყველა საქმე, რომელზეც პოლიტიკური სპეკულაციები იყო, სახელმწიფომ მოიგო. აქედან გამომდინარე, მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, გაასამართლოს დამნაშავეები“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოში საქმეების გაჭიანურება არის მთავარი გამოწვევა, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს.

„აქცენტი კეთდება ხოლმე არა ამ გამოწვევაზე, არამედ სხვა საკითხებზე. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სასამართლოში არსებული ეს საკითხი გადაიჭრას ისე, რომ საქმეთა განხილვა სათანადო ვადებში მოხდეს და არა გაჭიანურებით. ამ პრობლემას სასამართლო სისტემა თავად აღიარებს. ეს სტატისტიკითაც დასტურდება, მთავარია, ეს პრობლემა გადაიჭრას. ამაზე მუშაობა არის საჭირო, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია