იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან მისივე ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილს სიტუაციის გამწვავება არ ენდომება.

„ჩემი აზრით, მოაწერს ხელს. არ გაამწვავებს [ვითარებას]. მგონია, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ახლა ამის გამწვავება რაღაცნაირად მოუნდეს ქალბატონ სალომეს", - აღნიშნა ხვიჩიამ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიუცია იმის ფიქრისა, რომ შესაძლოა, ის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ოპოზიციას შეუერთდეს.

ხვიჩიას თქმით, ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ სპექტაკლებში „ძალიან დიდი სიამოვნებით მონაწილეობს“.

„ტყუილად აბრალებენ ყველაფერს - ბატონ ბიძინას და "ქართული ოცნების" ორგულობას. მე არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება, პირიქით, ქალბატონი სალომე ბატონი ბიძინას ძალიან კარგი თანამებრძოლია. შეიძლება ქართველ ხალხს ჰქონდეს სასაყვედურო ქალბატონ სალომესთან, მაგრამ ბატონ ბიძინას მეეჭვება რამე ჰქონდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ის "ქართული ოცნების" სპექტაკლებში ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე," - აღნიშნა ხვიჩიამ.

მან ასევე პრეზიდენტის ინიციატივაზე - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ისაუბრა და პოლიტიკოსებს მოუწოდა, "ამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანენ, რადგან ბოლოს მაინც იმედგაცრუებულები დარჩებიან".

"აქ ვინც მონაწილეობს იმას ვურჩევდი, რომ ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებენ ამ ყველაფერს, გულთან ნუ მიიტანენ, იმიტომ რომ ბოლოს მაინც იმედგაცრუებულები დარჩებიან. ქალბატონ სალომეს არაფრის გაკეთება არ უნდა, მას უნდა უბრალოდ ყველაფრის იმიტაცია, რომ თითქოს მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში," - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება