ერაყის ერთობლივი ოპერატიული სარდლობა - აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმა ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის

ერაყი აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება, რომლის შედეგადაც პროირანული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.

ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯმა განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმა აშშ-ის ახალ აგრესიად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.

ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერის მტკიცებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.

ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „კატაიბ ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.

„ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის სიკვდილი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ჯიჰადისტურ მიდგომაში“, - აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს