ირაკლი ქადაგიშვილი - უმრავლესობის ფორმატში შეხვედრაზე მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი - გუშინ ოპოზიცია აყალმაყალის ხასიათზე არ იყო, დღეს რას იზამენ, მათი პიარ-კონსულტანტების ინსტრუქციაზეა დამოკიდებული

უმრავლესობის ფორმატში შეხვედრაზე მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი - გუშინ ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში ოპოზიცია აყალმაყალის ხასიათზე არ იყო, დღეს რას იზამენ, მათი პიარ-კონსულტანტების ინსტრუქციაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია, 2020 წელს უმრავლესობის შემუშავებულია, თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამომავლო ხედვებზეც ისაუბრებს.

„მოგეხსენებათ, ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა შემუშავებული, უმრავლესობის პროგრამაა და ახლა ხდება მისი ბოლო წლის რეალიზაცია. ამ პერიოდს ემთხვევა ახალი მთავრობის ფორმირება, ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლა, ამიტომ როგორც ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, ეს იქნება, ერთი მხრივ, ბოლომდე მიყვანა არსებული პროგრამისა, ასევე იქნება სიახლე და აქცენტები, რომელიც თვითონ ახალი პრემიერის მოსვლას უკავშირდება, დღეს პლენარულ სხდომაზე კობახიძე გარკვეულ ხედვებსაც წარმოადგენს არა მარტო მიმდინარე საკითხებზე, არამედ სამომავლო ხედვებზე. უმრავლესობის ფორმატში ეს შეხვედრა გრძელდება და მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქადაგიშვილის თქმით, გუშინ ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში ვინც დაესწრო, ისინი “აყალმაყალის ხასიათზე არ იყვნენ“.

ქადაგიშვილი აღნიშნულს, მათ პიარ-სტრატეგიას უკავშირებს.

„საკომიტეტო მოსმენების დროს ოპოზიციის ნაწილი იყო დესტრუქციულად განწყობილი. გუშინ, როცა ოპოზიციასთან იყო მხოლოდ შეხვედრა, ვნახეთ, რომ ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ არ მიიღო მონაწილეობა. ვინც მიიღო, აყალმაყალის ხასიათზე არ იყვნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, პასუხები იმდენად არგუმენტირებული იყო, იმდენად პოლიტიკურად, სამართლებრივად, ციფრებით გაჯერებული, რომ იქ აყალმაყალის ატეხა თავად ოპოზიციას წარმოადგენდა უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში. დღეს როგორ ხასიათზე იქნებიან, ეს ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შეფასებებს მისცემდნენ მათი პიარ-კონსულტანტები გუშინდელ დღეს და რა ინსტრუქციებს დაუხაზავენ და დაუხატავენ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება