სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს - საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს - საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მოისვრის არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არამედ, ქართველი ხალხი ივანიშვილთან ერთად.

„მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს არც კობახიძესთან და არც მთავრობის შემადგენლობასთან იმიტომ, რომ ვფიქრობ, გასული დღეების განმავლობაში, ძალიან ნათლად ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არაფერი იცვლება. ჩვენ გვეყოლება იგივე კორუმპირებული რუსეთის მსახური ხელისუფლება, უბრალოდ, ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს. დღეს ამას გააფორმებს ის ფორმალური შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტში ჰქვია ხალხის წარმომადგენელი უმრავლესობა და რეალურად არიან ივანიშვილის დანიშნული დეპუტატები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება