პეტერ ფიშერი - წარმატებას ვუსურვებთ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ერთად ვიმუშავებთ

წარმატებას ვუსურვებთ [ირაკლი კობახიძეს] პრემიერ-მინისტრის პოსტზე. საქართველოს საკეთილდღეოდ, საქართველო-გერმანიის პარტნიორობისა და მეგობრობის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ საქართელოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

დიპლომატის განმარტებით, მათთვის უმთავრესი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მან ამაზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელებს ამას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, ჩვენ ამაზე ერთადა ვიმუშავებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს