რომან გოცირიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე - როგორც მე გავიგე, ის ძალიან აქტიური იქნება არჩევნებამდე

როგორც მე გავიგე, ის [პრეზიდენტი] ძალიან აქტიური იქნება ამ დარჩენილ პერიოდში, არჩევნებამდე - ამ ქვეყანამ შეასრულოს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა - ერთი, ევროკავშირში გაწევრიანება და ახალ სტადიაზე გადასვლა და მეორე, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება [მოხდეს] - კონსტიტუციურად, სამართლიანად, თავისუფალი არჩევნებისა და კონკურენტული არჩევნების ჩატარების პირობებში, - აღნიშნულის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივაზე - შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

გოცირიძის თქმით, მას პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საუბარი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხზეც ჰქონდა.

„როგორც იდეა ამ პლატფორმის შექმნა ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ დამატებითი დოკუმენტი იქნება - ქარტია, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის იდეა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ სამომავლო განვითარებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძალიან სწორი ჩანაფიქრი. გარდა ამისა, კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ასევე, საუბარი გვქონდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხზე. აგრეთვე, სხვა მიმდინარე საკითხები მიმოვიხილეთ. ძალიან ნათელი და სწორი ხედვა პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა, როგორც ჩანს, ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება, რომელიც საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთიანი მიდგომით დასრულდება. მიიღებს ხელისუფლება ამაში მონაწილეობას, ძალიან კარგი, ვინც არ მიიღებს გაერიდება იმ პროცესს, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას მოემსახურება. როგორც მე გავიგე, ის ძალიან აქტიური იქნება ამ დარჩენილ პერიოდში, არჩევნებამდე და ამ ქვეყანამ შეასრულოს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა. ერთი, ევროკავშირში გაწევრიანება და ახალ სტადიაზე გადასვლა, რაც ამ რეკომენდაციების შესრულებით უნდა გამოიხატოს და მეორე, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება [მოხდეს] - კონსტიტუციურად, სამართლიანად, თავისუფალი არჩევნებისა და კონკურენტული არჩევნების ჩატარების პირობებში. ყველა ის უფლებამოსილება, რაც პრეზიდენტს გააჩნია, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების გამოყენება, უცხო ქვეყნის სახელმწიფოებთან და მათ ლიდერებთან ურთიერთობა, ასევე, დიასპორასთან კავშირი. აგრეთვე, არა მხოლოდ ოპოზიციასთან, ასევე, არის შეთავაზება ხელისუფლების მისამართით, რომ დაჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იქნება ქვეყნის განვითარების კუთხით. კონფრონტაციის შემცირება, სიძულვილის შემცირება. აბსოლუტურად ნორმალური იდეებია და ამ იდეების გასატარებლად ის იყენებს თავის რესურს, როგორც პრეზიდენტი და ამავე დროს საზოგადოებას სთავაზობს ამაში მონაწილეობას. მე მაინტერესებდა, ამ შეხვედრებზე იქნებიან თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები. მან მიპასუხა, რომ მას ამის სურვილი აქვს, შეთავაზება ექნება, ჯერჯერობით უარია, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება”, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის