ირაკლი კობახიძე - შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! - მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად

შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! - მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების განწყობებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება როგორც წინა რვა არჩევნების შემთხვევაში, მეცხრე არჩევნებზეც სიფხიზლეს გამოიჩენს.

„ყველა საკუთარ პოლიტიკურ ტაქტიკას თვითონ განსაზღვრავს. უყურებენ საკუთარ რეიტინგს - მოსწონთ თუ არა, ამას მე არ შევაფასებ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ჩემი ვარაუდები მაქვს. ვიღაც ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქულები ნაკლები რადიკალიზმით შეიძლება მოემატოს, ხოლო ვიღაც ფიქრობს, რომ ქულები მეტი რადიკალიზმით შეიძლება მოემატოს. ეს მათი არჩევანია. ბუნებრივია, ამის განხილვაში არ შევალ, მაგრამ მთავარია, რომ ხალხი არ მოტყუვდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს