მაია ბითაძე - საქართველომ საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე

„ასოცირების ხელშეკრულების 27 დირექტივიდან, 20 უკვე გადმოტანილი გვაქვს, ეროვნული კანონმდებლობა ამ კუთხით ჰარმონიზებულია. მიმდინარეობს შემდგომი დახვეწის პროცესი", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.

მისივე თქმით, საქართველომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე.

მაია ბითაძემ გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარემოს დაცვის თანმიმდევრული აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს.

„შექმნილია გარემოს მართვისა და რეგულირების, მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმები, რომლებსაც დახვეწა და გაფართოება სჭირდება. 2012 წლამდე გარემოს დაცვითი 5 ინსპექტორი გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 900-ია. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე სრულიად განადგურებული იყო მონიტორინგის სისტემა, დღეს გვაქვს დაკვირვებისა და შეფასების 200-მდე ინსტრუმენტული საშუალება. ქვეყანას უკვე აქვს ორი მეტეო-რადარი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 75%-ით გაიზარდა, შექმნილია ბოლო პერიოდში 32 ახალი დაცული ტერიტორია", - განაცხადა მაია ბითაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია