საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტი ხვალ განიხილავს

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

მუხლობრივი განხილვა 9 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახნად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება პარლამენტის საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთი კვირაში ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიასა და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას გაუგზავნის. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე დანიშნოს.

გარდა ამისა, ამავე ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

აღნიშნული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით სექტემბრის თვეში მიიღო, რის შემდეგაც დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია