პაატა კვიჟინაძე - ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა  არ დაიძლევა, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა

ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა არ დაიძლევა, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე იმსჯელეს.

პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს შეახსენა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის რეალური წინაპირობები და მასზე მოქმედი ფაქტორები, აგრეთვე განუმარტა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა და ის, რომ ეკონომიკა მხოლოდ ციფრები არ არის. კომიტეტის თავმჯდომარემ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა: პირობითად თუ არის 100 საწარმო დაემატება 10, რაც საჭიროებს ინვესტიციას, დამატებით სამუშაო ძალას, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, როგორც ქვეყნისთვის ასევე იქ დასაქმებული თითოეული ოჯახისთვის.

„სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდებოდა, მას ჰქონდა ძალიან კარგი გათვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თუ გავაგრძელებთ ამ ეკონომიკურ ზრდას, როდის შეიძლება დავეწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და განვითარებულ ქვეყნებს. ეს არითმეტიკაა მათემატიკაც კი არ არის. თუ ჩვენ გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა 2030 წლისთვის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწრებთ, თუ გვექნება 7%-იანი მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან სადაც ვართ“,-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში