კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება - ის ძალიან კომპეტენტური ადამიანი და ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია

[ირაკლი კობახიძე] დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია.

„ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება იმ შემართებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც გააჩნია ირაკლი კობახიძეს. დარწმუნებული ვარ, ყველანი, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ ხელმოწერას. კალაძის თქმით, მას არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“.

სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად, რომ გითხრათ, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. სალომე ზურაბიშვილი, რას ფიქრობს პარტიაზე, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონ სალომეს თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს არჩევნებზე გამოჩნდა, როცა ის მონაწილეობას იღებდა“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება