ცესკოს თავმჯდომარე - სადაც იქნება მომართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უბნების შექმნასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანს შექმნის კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ლოკაციაზე

უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სადაც იქნება შესაბამისი მომართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უბნების შექმნასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანს შექმნის კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ლოკაციაზე, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხებათ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ არასაკონსულო აღრიცხვის მქონე პირებს, მათ შეეძლებათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეცხრამეტე დღისა, მიმართონ შესაბამის საარჩევნო უბნებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამის რეგისტრაციაში გატარება.

„უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სადაც იქნება შესაბამისი მომართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უბნების შექმნასთან დაკავშირებით, საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე, საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონმდებლობით და შექმნის საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანს კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ლოკაციაზე, რომლის შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობა იარსებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის არის არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელი, არამედ მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები გაიხსნება, არასაკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს აქვთ შესაძლებლობა, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეცხრამეტე დღისა, მიმართონ შესაბამის საარჩევნო უბნებს, საკონსულო დაწესებულებებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამის რეგისტრაციაში გატარება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე