კახა კალაძე - ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი დამოკიდებულება, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ

ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი დამოკიდებულება, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ,- ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ ცვლილებები, რომლებიც მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხორციელდება, კეთდება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

„ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი დამოკიდებულება, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ. ცვლილებები, რა თქმა უნდა, კეთდება იმისთვის, რომ იყოს უკეთესობა ხვალინდელი დღე, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება ამ მიმართულებით“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის საკითხს, კალაძემ ამ შემთხვევაშიც აღნიშნა, რომ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც პრიორიტეტი ქვეყნის ინტერესებს მიენიჭება.

„ყოველთვის იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, სადაც, პირველ რიგში, იქნება ქვეყნის ინტერესი და ამ ქვეყნის მომავალი გათვალისწინებული“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე