რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული, 1988 წელს დაბადებული გ.ო. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

სროლის შედეგად უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე 3 პირია მოკლული, ერთ-ერთი გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა.

„არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. სამი ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა. ისიც დაიღუპა“ - განუცხადეს ambebi.ge-ს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს