თინა ბოკუჩავა - ქვეყანაში ეკონომიკა მხოლოდ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე მუშაობს

ქვეყანაში ეკონომიკა მხოლოდ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე მუშაობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, ბოკუჩავა აცხადებს, რომ კორუფციული ფაქტების გამოძიების მოლოდინი არ აქვს.

„თუ კობახიძეს სურს, რომ საზოგადოებამ ირწმუნოს მისი დაპირება კორუფციის შეუწყნარებლობაზე, მან მხოლოდ სკამი კი არ უნდა გაუცვალოს ღარიბაშვილს, არამედ, დაიწყოს გამოძიება ელიტურ კორუფციაზე. მაშინ დაიჯერებდა საზოგადოება, თუ დაიწყებოდა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი გამოძიება ღარიბაშვილის და სხვა ჩინოვნიკების მიმართ, ვისთან მიმართებითაც არსებობს ეჭვი ელიტური კორუფციის. ბუნებრივია, ეს არ მოხდება, რაც ცხადყოფს, რომ ფუჭია ეს მორიგი დაპირება ახალი პრემიერის მხრიდან. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და ეხება დასაქმებას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, არაფერი შეიცვლება და ეს დაადასტურა კიდეც კობახიძემ, როცა თქვა, რომ ეკონომიკური მიმართულებით აღინიშნება პროგრესი და მისთვის მთავარია ამ დინამიკის შენარჩუნება. ამიტომ ფაქტია, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც უნდა მივაღწიოთ არჩევნების გზით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს