თენგიზ შარმანაშვილი - ეს რა სულისკვეთებაა ასეთი?! - თუ რეკომენდაციაში შეცდომა არის დაშვებული, ჩვენი სუვერენული უფლებაა, კანონმდებლობა, რომელიც არ მუშაობას, გადაიხედოს და შეიცვალოს

ეს რა სულისკვეთებაა ასეთი?! - თუ რეკომენდაციაში შეცდომა არის დაშვებული და პრაქტიკა ადასტურებს, რომ აშკარად შეცდომა არის დაშვებული, ჩვენი სუვერენული უფლებაა, კანონმდებლობა, რომელიც არ მუშაობას, გადაიხედოს და შეიცვალოს - ხომ არ გაუქმდა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები?! - არ ვიცი, ცოტა ხნით გასული ვიყავი სიგარეტის მოსაწევად! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.

შარმანაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 2/3-ით არჩევის დანაწესმა არ იმუშავა, ხოლო რამაც არ იმუშავა, არასწორია და უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიამ პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა, რასაც სამართალთან არავითარი კავშირი არა აქვს.

“ჩვენ სუვერენიტეტში შეზღუდულები ვართ?! ის ბიბლიური ორგანოა და ვინაიდან თქვა, უკუნითი-უკუნისამდე ისე უნდა დარჩეს? არ არის არგუმენტი ის, რომ რაც ორი წელი არ მუშაობს, მას გადავხედოთ?

იცით, ეს დამოკიდებულება საიდან მოდის? ნახეთ, ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ რა გკითხათ - ევროკავშირის წარმომადგენელს თუ შეუთანხმეთო - მათ ჰგონიათ, რომ ელჩი, რომელიც აქ ზის, მისი დანიშნულებაა, რომ სუვერენული სახელმწიფო მასთან მივიდეს და რაიმე კანონმდებლობაზე შეათანხმოს. ეს არის წარმოუდგენელი მიდგომა“, - განაცხადა შარმანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია