ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ვენეციის კომისია ხატი და ჭეშმარიტება არ არის - ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს და თუ თქვენ იმის უნარი არა გაქვთ, რომ არგუმენტირებულად შეეპასუხოთ, ჩვენ ამის უნარი და მანდატი გაგვაჩნია

ვენეციის კომისია ხატი და ჭეშმარიტება არ არის - ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს და თუ თქვენ იმის უნარი არა გაქვთ, რომ არგუმენტირებულად შეეპასუხოთ, ჩვენ ამის უნარი და მანდატი გაგვაჩნია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი მიიჩვევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ნონსენსი ჩაიწერა.

“ჩვენი არგუმენტია, რომ 6 თვის ვადით არჩეული ცესკოს წევრი და ხუთი წლის ვადით არჩეული ცესკო წევრი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამ არის. ვენეციის კომისიას სწორება აქვს იმაზე, რომ ცესკოს წევრები ექვსი თვით ავურჩიოთ. შემდეგ წერს, რომ ექვსი თვე რომ გავა, წევრებს ვადა კი არ გავუგრძელოთ, არამედ ახლიდან ავურჩიოთ - ანუ ყოველ ოთხ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ატარო, აწარმოო განხილვა, კენჭისყრა და ასე შემდეგ.

ეს, რა თქმა უნდა, ხეირიანია ოპოზიციისთვის, რადგან ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე რეალური თავმჯდომარე ხდება და მივდივართ იქამდე, რომ “ნაცმოძრაობა“, “ლელო“ გვეუბნება, რომ არჩევნების ადმინისტრირება მათი პარტიულმა წარმომადგენელმა უნდა მოახდინოს - დიდი ბოდიში, მაგრამ ამის საშუალებას ვერ მოგცემთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა სესიაზე.

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე