ბექა ოდიშარია - მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილმა უთხრა ზურაბიშვილს, „იქნებ რამენაირად გადმოვიტანოთ პროცესები რუსთაველზეო”, მაგრამ სალომემ უთხრა, „არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო” - სააკაშვილს გამჩენი არ ასვენებს

მე მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომ “გადმოვიტანოთ იქნებ რამენაირად პროცესები რუსთაველზეო”, მაგრამ სალომემ უთხრა, რომ „მე არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველს გამზირის გადაკეტვას, ბლოკირებას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომ „გადმოვიტანოთ იქნებ რამენაირად პროცესები რუსთაველზეო”, მაგრამ სალომემ უთხრა, რომ „მე არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო”. არ მგონია, რომ ასეთი სულელური მოწოდებები სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს. საბაბი რა არის? რა პროცესები უნდა გადმოიტანოს? სალომე სამადაშვილი, აქუბარდია და სხვა ადამიანები მიდის შესახვედრად, კერძო ვიზიტი ჰქვია ამას და თუ რაიმე პლატფორმის ირგვლივ შეკრება. ეს არის საბაბი, რომ თბილისელებს მთავარი არტერია, გამზირი გადაუკეტონ? ისინი საშინელ აგრესიას მიიღებენ. ბოლოს და ბოლოს კინწის კვრით გამოყრიან ყველას საკუთარი ოფისებიდან და სასახლეებიდან, ასეთი რამ რომ უნდა ჩაიდინონ. დღეს საქართველოში არაფერი ხდება, რუსთაველს გამზირის გადაკეტვას, ბლოკირებას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს. ასეთი მიზეზი იყო - 9 აპრილი, 7 ნოემბერი... როდესაც ადამიანებს მართლა სული ამოხადეს და იყო ტირანია, ყოველი მესამე ჩვენს ქვეყანაში პრობაციონერი იყო. დღეს რა მიზეზი აქვთ? – ეკონომიკური პრობლემები გვაქვს და ვაღიარებთ, ეს არის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მთელი თაიგული. ნახეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა ხდება. ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ევროპის შუაგულში ასეთი დაპირისპირება ხდება. საქართველოში მშვიდობაა და ამ მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ. რაღა დარჩა სააკაშვილს, ცოტა ხანიც გაუძლოს ოროთახიან პალატაში ყოფნას და გამოვა. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ერთოთახიანში ცხოვრობს, ზოგი თავშესაფარში და ზოგიც თავშესაფრის მაძიებელია. ეს ადამიანი ვერ ხვდება და არ არის ადეკვატური, ხან სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, ხან მამუკა ხაზარაძეს მოუწოდა. მამუკა ხაზარაძეს ხან მევახშეს ეძახდა, ხან საკუთარ ემისარს და ლეგატს ევროპასა და ამერიკაში, რომ მას პროცესების პედალირება მოეხდინა. სააკაშვილს მოვუწოდებ, ქართველ ხალხს ნუ აღიზიანებს. ქართველი ხალხის რისხვის მე მეშინია. ყველა ნორმალურ ადამიანს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის რისხვის უნდა ეშინოდეს. ამ ადამიანს არ ასვენებს გამჩენი. მისი ბრალდების და იმ ფაბულის, რის გამოც არის იქ, სადაც არის იმსახურებს გაცილებით უფრო უარეს ყოფას. ღმერთს, ალბათ, მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ მისადმი ასეთი ლმობიერი არის ის დემოკრატიული წყობა, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმოადგენს”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით