თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე - განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო - არ ვიცი, სად მიიღო ასეთი „განათლება“

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს - წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ანა ნაცვლიშვილის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება დამღლელია.

„განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, რომ თურმე პარტიული რომ არის მინისტრი ეს არის ანომალია, წარმოუდგენელი თემაა, თან შინაგან საქმეთა მინისტრიო. ვთქვათ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომას და ხანდახან შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ პოლიციელს ეძახიან, მაგრამ „განათლებული“ ქალი იგივეს ხომ არ უნდა აკეთებდე, მაგალითს ხომ უნდა აძლევდე? დამღლელია ამ ქალბატონის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება. ნაპოლეონს აქვს ერთი რამ ნათქვამი - „არ შეუშალო შენს მოწინააღმდეგეს ხელი შეცდომის დაშვებაში“, ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ შევუშლი ხელს, გააგრძელოს ამ შეცდომებით სიარული“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში