პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივად კომუნიკაცია აქვთ.

„2020 წელს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შეცვლილა, შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა „ქართულ ოცნების” მხრიდან გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია მასთან გვაქვს, მან რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ”, - განაცხადა მანჯგალაძემ. გარდა ამისა, მანჯგალაძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა. “პარალელურად ნეგატიური პიარის ორგანიზება კიდევ რთულია, ბარემ ფრონტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გახსნილი აქვთ და ყველას “ნაცს” ეძახიან და უნდათ ერთ ხარჯზე გამოვიდნენ. არსებობენ სხვა ხალხი ბუნებაში, რომელთაც არც “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსწონთ - ასეთი ხალხი არიან, მაგრამ ესენი უმრავლესობაში არ არიან. კარგი იქნება სალომე ზურაბიშვილი და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის