დიმიტრი შაშკინი - თუ ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს

მიხეილ სააკაშვილი თავისი ავტორიტეტით, წონით, გამოცდილებით, შეძლებს ბევრი ადამიანის გაერთიანებას, რომელთათვის პოლიტიკურ-პარტიული ცხოვრება არის უცხო, თუმცა მზად არიან იბრძოლონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან მოსაშორებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაც დღეს სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, „ბორდს“.

როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ის არის ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე საქართველო.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს ამ პოლიტიკურ პროცესს. სააკაშვილი თავისი ავტორიტეტით, წონით, გამოცდილებით, შეძლებს ბევრი ადამიანის გაერთიანებას, რომელთათვის პოლიტიკურ პარტიული ცხოვრება არის უცხო, თუმცა მზად არიან იბრძოლონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან მოსაშორებლად“,- განაცხადა შაშკინმა.

ამასთან, შაშკინის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის „სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს“.

მისივე თქმით, ძალიან მალე იქნება არჩევნები და უსაფუძვლო დისკუსიებისთვის დრო არ არის - „ მოვიდა მოქმედების დრო“.

სალომე ზურაბიშვილს დღესვე შეუძლია ხელი მოაწეროს და უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ჯერჯერობით მე პირადად ვხედავ მხოლოდ სადღეგრძელოებს. დღეს სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ლაპარაკის და დისკუსიების დრო დასრულდა. ძალიან მალე იქნება არჩევნები და ჩვენ არ გვაქვს უსაფუძვლო დისკუსიებისთვის დრო, მოვიდა მოქმედების დრო. თუ ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ივანიშვილის ტყვე და რუსეთის ჯაშუშის მიერ ეს საქმეები არის შეთითხნილი. თუმცა მეორე გასაღები აქვს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილის ხელშია გამოუშვან სააკაშვილი“,- განაცხადა შაშკინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება