ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.

პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები.

მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ მოხდება მათი გასახლება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს