„ქართული ოცნება” - გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი - არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური მეთოდებით იბრძვიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები

„ქართული ოცნება“ ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემის ანონსის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი და მანიპულაციურია.

„ქართული ოცნება“ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სიუჟეტის ავტორს დეტალურ განმარტებას აძლევს ახალ ოფისთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.

მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, ინტერვიუს მცირე ნაწილი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს.

„გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. მიუხედავად ამისა, ანონსში საუბარია იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ., მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მცირე ნაწილი კი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მისგან მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ვაქვეყნებთ სრულად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, რითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური, უხეშად მანიპულაციური მეთოდებით და ყოველგვარი ჟურნალისტური და მორალური სტანდარტების დარღვევით იბრძვიან კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის პარტიის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია